კალათბურთი

19:14 | 30.07.2019 | ნანახია 388 - ჯერ

მელოს ბოლო სეზონი

35 წლის კარმელო ენტონის ნბა-ში ბოლო გამოსამშვიდობებელი სეზონის ჩატარება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას ფორვარდი პირადი მწვრთნელი კრის ბრიკლი ავრცელებს.

"ბევრი ამბობს, რომ მელოს დრო წავიდა. კარმელო ამ ეტაპზე ნბა-ში მოთამაშე კალათბურთელების 60%-ს სჯობია. გუნდებს მისი აყვანა არ უნდათ, რადგან ჰქონიათ, რომ ის ბევრს მოითხოვს. ფორვარდს უბრალოდ დაბრუნება და ბოლო გამოსამშვიდობებელი სეზონის ჩატარება სურს"- განაცხადა ენტონის მწვრთნელმა.

შარშან კარმელო "ჰიუსტონში" თამაშობდა, თუმცა მალევე გუნდიდან გამოუშვეს.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065911
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
388