კალათბურთი

17:50 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 18-წლამდელებმა უკრაინას სძლიეს (VIDEO)

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა კალათბურთელებმა B ჯგუფში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ უკრაინას 85:73 სძლიეს და დასკვნითი ტურის წინ მე-2 ადგილზე დამკვიდრდნენ, რაც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.
გასულ შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა რატი ანდრონიკაშვილი ლიდერობით 27:17 მოიგო.
რატი შესვენების შემდეგ განსაკუთრებით ეფექტურად ათამაშდა და საბოლოოდ, 27:58 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა 13-დან 8 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ორმაგი დუბლის (11 ქულა, 10 მოხსნა) ავტორი გახდა ანზორ ნადირაძე, ვლადიმერ თავაქარაშვილმა 12 ქულა ჩააგდო, ალექსანდრე მერკვილაძემ – 11, ლაშა მიქელაძემ – 9, ხოლო დაჩი ქავთარაძემა და ირაკლი სულხანიშვილმა – 7:7.
შედეგად, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა ოთხ ტურში მე-3 გამარჯვება იზეიმეს და ჯგუფში მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიას ჩამორჩებიან, რომელსაც ასპროცენტიანი შედეგი აქვს.
ხვალ, დასკვნით ტურში, ქართველები ირლანდიას ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, მე-2 პოზიციას ვერავინ შეეცილებათ, თუმცა კი, შეიძლება საქმე ისე წავიდეს, რომ შემდეგ ეტაპზე მცირე სხვაობით წაგებითაც გააღწიონ. ეს, მაშინ მოხდება, თუკი საქართველო, ირლანდია და უკრაინა მოგებათა ერთნაირ რაოდენობას დააგროვებენ და სამ გუნდს შორის ბურთების სხვაობა დაითვლება.
საქართველოსა და ირლანდიის 18-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება, 31 ივლისს, თბილისის დროით 17:15 საათზე დაიწყება.

0.116139