ფეხბურთი

17:25 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია უეფამ 50 ტალანტს შორის შეიყვანა

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა 50 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთაც თვალი 2019-2020 წლების სეზონში უნდა ვადევნოთ და მათგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

ბუნებრივია, საუბარია ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და სასიხარულოა, რომ ჩამონათვალში ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ჩვენებური ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

„ის 21-ე საუკუნეშ დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. ეს გასულ სეზონში მოსკოვის „ლოკომოტივის“ მაისურით გააკეთა“, - წერს უეფას ვებგვერდი.

კვარაცხელიას გარდა, ხსენებულ 50-ეულში კიევის „დინამოს“ შემტევი გიორგი წიტაიშვილიც მოხვდა, რომელიც წარმოშობით ქართველია, მაგრამ ამჟამად უკრაინის მოქალაქეა და ამავე ქვეყნის 20 წლამდე ნაკრების რიგებში ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გეტყვით, რომ ნუსხაში ფერან ტორესი, სანდრო ტონალი, ისმაილა სარი, დანი ოლმო, არნე მაიერი, ოზან კაბაკი, გედსონ ფერნანდესი, იანის ჰაჯი, იურგენ ეკელენკამპი, იოსიპ ბრეკალო, ბენუა ბადიაშილე და სხვა ამომავალი ვარსკვლავები მოხვდნენ.

0.121221