ფეხბურთი

15:46 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

როხომ „მანჩესტერს“ გარანტიები მოსთხოვა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელი მცველი, მარკოს როხო, შეეცდება კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს, თუკი მანკუნიანელები მას მომავალ სეზონში ძირითადში გარანტირებულ ადგილს არ შეჰპირდებიან - გვამცნობს ESPN.

პრემიერლიგის გასულ სეზონში მან მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგაში ათამაშეს. ზამთარში ბრიტანული მედია წერდა, როხოთი „ვულვზი“ დაინტერესდაო. თუმცა, მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.

„მანჩესტერში“ როხო 2014 წელს გადავიდა ლისაბონის „სპორტინგიდან“ 20 მილიონ ევროდ. მანამდე კი ის მოსკოვის „სპარტაკსა“ და არგენტინულ „ესტუდიანტესში“ ირჯებოდა.

0.114482