ფეხბურთი

14:33 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინი" - "ახმატის" შეხვედრაში დავითაშვილი საუკეთესოდ დაასახელეს

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში „ახმატთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

თამაშის შემდეგ ჩვენებურმა სპეციალური პრიზიც მიიღო. დავითაშვილმა აღნიშნულ მატჩში 90 წუთი ითამაშა და მეტად აქტიურიც იყო. გოლის გატანაც შეეძლო, ერთხელ მეკარემ შეუშალა ხელი ლამაზი გოლის გატანაში.

„რუბინისთვის“ სეზონი ჩინებულად დაიწყო და 3 ტურის შემდეგ 7 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. ქართველების წვლილი კი ამ ყველაფერში საკმაოდ დიდია.

0.121041