„პარი სენ-ჟერმენმა“ „ევერტონისა“ და სენეგალის ნაკრების ნახევარმცველის, 29 წლის იდრისა გეიეს შეძენის შესახებ განაცხადა. ფრანგულ კლუბს ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტრაქტი ოთხწლიანია და ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს.
გეიე მერვე სენეგალელი მოთამაშეა კლუბის ისტორიაში, ჯამში კი 58-ე აფრიკელი.
ახლახან დამთავრებული აფრიკის ერთა თასის ფინალისტი, საფრანგეთში ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა. მანამდე ის „ლილის“ ღირსებას 2010-15 წლებში იცავდა.იცავდა
გეიე „ევერტონში“ 2016 წლის ზაფხულში, „ასტონ ვილადან“ გადავიდა, როცა ეს უკანასკნელი პრემიერლიგიდან გავარდა.
ჯამში, „ევერტონის“ შემადგენლობაში გეიემ 108 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.