თამაშგარე

10:23 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ-შეიკი-კუპერი-გაგას სასიყვარულო საგა გრძელდება

არადა არ დასრულდა ცნობილი სასიყვარულო ოთხკუთხედის -კრიშტიანუ რონალდუს, ირინა შეიკის, ბრედლი კუპერისა და ლეიდი გაგას შესახებ ბოლო პერიოდში ატეხილი ოცობოდია. ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი კი მაინც ისაა, რომ ნებისმიერი კომბინაციით, სხვებზე მეტად დაჩაგრული და შესაბრალისი ირინა შეიკი გამოდის.

მსახიობ ბრედლი კუპერის მიერ ირინა შეიკის მიტოვებაზე და მომღერალ ლეიდი გაგაზე გადაკიდებაზე მცირე კომენტარი კრიშტიანუ რონალდუსაც გაუკეთებია. პორტუგალიელი მეგოლე ამბობს, რომ მას ირინა შეიკი კუპერის მსგავსად არ მიუტოვებია და როდესაც მისგან განშორება გადაწყვიტა, ამის შესახებ ირინას ცივილიზებულად მოელაპარაკა.

უნდა ვაღიაროთ, რომ კრიშტიანუ სიმართლეს ამბობს, რადგან დაშორების ფორმასთან და შელახულ ღირსებასთან დაკავშირებით მაშინ ირინა შეიკს არაფერი უთქვამს. აი ბრედლი კუპერის მიერ ლეიდი გაგას გამოკიდება კი რუს-თათარმა მოდელმა ნამეტანავად განიცადა და ადვილი მართლაც არაა ირინა შეიკი იყო და ქმარი თავქუდმოგლეჯილი გაგირბოდეს...

0.134243