ფეხბურთი

1:48 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "რეალის" დატოვება ადვილი არ ყოფილა"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ესპანურმა გამოცემა Marca-მ დააჯილდოვა. პორტუგალიელს Marca Leyenda-ს პრემია გადაეცა, რის შემდგომაც ხსენებულ გამოცემასთან კომენტარიც გააკეთა:

„მადრიდში ხშირად ჩამოვდივარ, რადგან ძალიან ბევრი მომცა, როგორც საფეხბურთო, ისე პიროვნულ დონეზე და ვიმედოვნებ, მალე დავბრუნდები. აქაურობა ძალიან მიყვარს და მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია.

„რეალის“ დატოვება ადვილი არ ყოფილა 9 წლიანი კარიერის შემდეგ, 33 წლის ასაკში. ამას მოჰყვა ახალი ჩემპიონატი, ახალი თანაგუნდელები. ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი მქონდა, იტალიის ჩემპიონი გავხდი, იტალიის სუპერთასი და ერთა ლიგა მოვიგე. ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გამოდგა, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდურ დონეზე.

ყველაზე მნიშნელოვანი ჯილდო ევროპის ჩემპიონატის მოგება იყო. საკუთარ ქვეყანასთან ერთად წარმატების მოპოვებას არაფერი შეედრება.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია, რადგან კონკურენცია დიდია და ბოლოს ერთი გუნდი იმარჯვებს. იმედი მაქვს, ეს გუნდი „იუვე“ იქნება“, - თქვა რონალდუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116896