ძიუდო

0:30 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა 3 მედალი ბერლინიდან

საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა იუნიორთა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ ბერლინში გამართული ევროპის თასი 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში 17 ქართველი ძიუდოისტი იყო ჩასული, ამდენად, აღნიშნულ შედეგს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ვერცხლი ლუკა კაპანაძემ (66 კგ.) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი შერაზადიშვილმა (81 კგ.) და გიორგი ჩიქოვანმა (100 კგ.) მოიპოვეს.
ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის (3 ოქრო, 4 ბრინჯაო), იაპონიის (3 ოქრო, 4 ბრინჯაო) და აზერბაიჯანის (1 ოქრო, 1 ვერცხლი) შემდეგ, მე-4 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124215