თელავში დაწყებული მორიგი 15-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში 5 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, თუმცა, მათგან ძირითად ბადეში გასვლის შანსს მხოლოდ 1 ინარჩუნებს.
გუგა თავაძემ პირველ წრეში მე-11 ნომრად განთესილი ყაზახი ბეიბიტ ჟუკაევი 6:4, 3:6, 11:9 დაამარცხა და გადამწყვეტ რაუნდში იტალიელ ვიტო დელ’ელბასთან ჭიდილი ელის.
დავით ჭელიძემ რუს ივან მიხაილიუკს (მე-13) 6:3, 3:6, 10:5 სძლია, ბულგარელ ლეონიდ შეინგეჟიხტთან კი 2:6, 0:6 წააგო.
დემეტრე თაქთაქიშვილი ნორვეგიელ ლუკას ჰელუმ ლილენგენთან (მე-4) 0:6, 0:6 დამარცხდა, ლაშა გიორგი კიკვიძე ფრანგ ადან ფრეირე და სილვას (მე-3) ვერ გაუმკლავდა – 3:6, 2:6, ხოლო მიხაილო კვანტალიანმა პოლონელ მიხალ მიკულასთან (მე-2) 6:7 (2:7), 6:3, 8:10 წააგო.
ძირითად ბადეში თავისი რეიტინგით მოხვდა გიორგი ცივაძე, ირაკლი მეტრეველი, საბა ფურცელაძე, ზურა ტყემალაძე და ნიკოლოზ დავლიანიძე კი შეჯიბრში “უაილდ ქარდით” ჩაებმებიან.