ჩოგბურთი

19:50 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა სოპოტში პირველი წრე დასძლია

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი პოლონეთის ქალაქ სოპოტში იმყოფება და ადგილობრივი ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 92 040 ევრო) ძირითად ბადეში გასასვლელად იბრძვის.

კვალიფიკაციის პირველ წრეში მეტრეველი “უაილდ ქარდის” მქონე პოლონელ კასპერ ჟუკს გაეჯიბრა და გამარჯვება არ გასჭირვებია – 6:3, 6:1. მომდევნო რაუნდში სანდროს მეტოქე მე-8 განთესვის მქონე იტალიელი ალესანდრო ჯიანესი იქნება.
წყვილთა შეჯიბრში მეტრეველი და რუსი ალექსეი ვატუტინი ძალებს იტალიურ-ავსტრალიურ (მარკო ბორტოლოტი-კრისტოფერ ო’კონელი) დუეტთან მოსინჯავენ.

0.125137