ფეხბურთი

20:15 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი: "ნეიმარს თუ წასვლა უნდა, კლუბმა არ უნდა შეაფერხოს"

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი კლუბის ხელმძღვანელობას ურჩევს, რომ ნეიმარი გაასხვისოს. იტალიელის განცხადებით, ფეხბურთელს, რომელსაც გუნდის დატოვება უნდა, მწვანე შუქი უნდა აუნთონ და გაყიდონ.

„როდესაც ფეხბურთელს გუნდის დატოვების ნამდვილი სურვილი აქვს, კლუბმა ის უნდა გაყიდოს. მართალია კონტრაქტი გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მაგრამ ვერ შეძლებს ფეხბურთელის შენარჩუნებს, ვისაც წასვლა უნდა.

რა თქმა უნდა, ნეიმარის წასვლა სამწუხარო იქნება. მისგან არ გამიგია, რომ გუნდის დატოვება უნდა, მაგრამ გუნდთან რა თქვა, არ ვიცი. პირადად მე მინდა, რომ დარჩეს“, - თქვა ვერატიმ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს კატალონიის „ბარსელონაში“დაბრუნება უნდა. თუმცა, ბრაზილიელს ბოლო დროს ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110118