ფეხბურთი

15:50 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "თამაშებს გუნდი იგებს და არა კონკრეტული ფეხბურთელი"

პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე ტურში ვარშავის „ლეგიამ“ სტუმრად „კორონა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა, რომლის ავტორი ვაკო გვილია გახლავთ.

ქართველი ნახევარმცველი თამაშში 61-ე წუთიდან გამოჩნდა და შეხვედრის გმირი გახდა. ეს მისთვის „ლეგიას“ რიგებში სადებიუტო გოლი გამოდგა.

„ეჭვგარეშეა, რომ უმნიშვნელოვანესი გოლი იყო. ახლა მნიშვნელობა არ აქვს ადვილი იყო თუ რთული, გოლის გატანა, მთავარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. მატჩებს გუნდი იგებს და არა ფეხბურთელი ინდივიდუალურად. ვიცით, რომ თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ, უკეთესად ვითამაშოთ და ვიმედოვებ, ასეც იქნება.

თამაშამდე კარგად მოვემზადეთ და ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ყველა მატჩში ვარშავაში ტარდება თუ სტუმრად, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. მოედანზე კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად ვართ. დღეს გამოვაჩინეთ ხაიათი, ბოლო წამზე გავიტანეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ.

ვარჯიშების დროს ბევრს ვმუშაობთ, რომ თამაშის ხარისხი გაუმჯობესდეს. ადვილი არაა კვირაში ორი თამაშის ჩატარება, მაგრამ ფეხბურთელები, სტაფი, ყველა, ვარჯიშებზე ერთმანეთს ვეხმარებით. როდესაც მოედანზე გავედი, 1:1 იყო, მინდოდა გუნდს შეტევაში დავხმარებოდი და კიელცეში გამარჯვება მოგვეპოვებინა“, - აღნიშნა გვილიამ.

შეგახსენებთ, ვაკო გვილია პოლონურ გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში „ლეგიას“ 5 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და ვაკო 4-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში. გუშინ კი, როდესაც გამარჯვების გოლი გაიტანა, ცვლილებიდან ჩაერთო შეხვედრაში. ხსენებულ 5 მატჩში 25 წლის ქართველის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105563