ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი გაიხსენა და თქვა, რომ 10 დღე სახლიდან არ გასულა.
„ეს ძალიან რთული იყო. სამი კვირა ვემზადებოდით ფინალისთვის და წაგება დიდი იმედგაცრუება, საშინელება იყო. პარალელს ვავლებ 2002 წელთან, როდესაც შვედეთთან ფრის შემდეგ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩავრჩით. როგორც ფეხბურთელისა და როგორც მწვრთნელის კარიერაში, ეს ჩემთვის ყველაზე ცუდი მომენტებია.
მეორე დღეს მადრიდიდან ბარსელონაში წავედი და 10 დღე სახლიდან არ გავსულვარ. ეს რთული იყო, რადგან დიდება ვერ მოვიპოვეთ“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშა, მაგრამ "ლივერპულთან" 0:2 დამარცხდა.