ფეხბურთი

14:00 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელი მცველი "მილანში"

იტალიური „მილანი“ ბრაზილიური „ფლამენგოდან“ ლეო დუარტეს გაიფორმებს. Sky Sport-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და 23 წლის ფეხბურთელი იტალიაში გადაბარგდება.

„როსონერი“ „ფლამენგოს“ 11 მილიონ ევროს გადაუხდის და ამ თანხაში ბონუსებიც შედის. ტრანსფერი აუცილებლად რომ შედგება, „მენგოს“ თავკაცმა ჟორჟე ჟესუსმაც დაადასტურა:

„დარწმუნებული ვარ ლეო დუარტე „მილანში“ ითამაშებს. სერია A-სთვის ის მზადაა და კარგად მოერგება“, - თქვა „ბენფიკას“ ყოფილმა მწვრთნელმა.

სამხრეთ ამერიკელი მცველი „ფლამენგოში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 100 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.111573