თამაშგარე

12:12 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანა ლიმა ბრაზილიელობით ამაყობს

მიუხედავად იმისა, რომ კოპა ამერიკის გამარჯვებულის წოდება მსოფლიო ჩემპიონობასთან ახლოსაც ვერ მოვა, ბრაზილიელი ხალხი მაინც ძალიან გაახარა ამ ერთი თვის წინ მათი საფეხბურთო ნაკრების სამხრეთ ამერიკის კონტინენტის მასშტაბით გამარჯვებამ და ამ საერთი ზეიმს რა გასაკვირია, რომ ცნობილი ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმაც შეუერთდა.

ადრიანა ლიმა ბოლო დროს ქუჩაში ბრაზილიის ნაკრების ყვითელი მაისურით დადის და სადაც კი შესაძლებლობა მიეცემა ამბობს, რომ იგი ამაყობს თავის ქვეყნის ნაკრებით რომელმაც 2014 წელს ბრაზილიის მუნდიალზე თავის მოჭრის შემდეგ მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.

ადრიანა ლიმა ბრაზილიის ნაკრების ქომაგად საზოგადოებას ჯერ კიდევ მაშინ წარუდგა, როდესაც დამწყები მოდელი იყო და მისი სახელი ცოტა ვინმემ თუ იცოდა. ამის შემდეგ მრავალმა ლამაზმანმა განაცხადა პრეტენზია ყოფილიყო ბრაზილიის ნაკრების თილისმა, თუმცა რიგითი ბრაზილიელებისათვის ადრიანა ლიმა თილისმობაშიც შეუცვლელია!

0.139804