ფეხბურთი

14:45 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მატიას ალმეიდა: "ვაკო თუ კარლოს ველა? ორივე დიდი ფეხბურთელია"

„სან ხოსეს“ მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ ვაკო ყაზაიშვილის შესახებ ისაუბრა. „კოლორადო რაპიდსთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ არგენტინელს ქართველი შემტევისა და მექსიკელი ფეხბურთელის, კარლოს ველას შედარება სთხოვეს.

თუმცა, ალმეიდამ პარალელის გავლება არ ისურვა, მაგრამ ვაკოს შესახებ კომენტარი გააკეთა:

„არ მაინტერესებს მსგავსი შედარებები. ორივე დიდი ფეხბურთელია და ვაკო იმ დონეზე თამაშობს, რასაც მისგან ველოდები. როდესაც გუნდში მოვედი, ამ სიმაღლეზე ჯერ კიდევ ვერ თამაშობდა. ვარჯიშებით მოახერხა ამის გაკეთება. იცის, რომ უნდა გააგრძელოს ასე თუ სურს, რომ ჩემთან ითამაშოს“, - აღნიშნა ალმეიდამ.

შეგახსენებთ, ყაზაიშვილი ბოლო დროს შესაშურ ფორმაშია და 9 მატჩი 9 გოლის გატანა მოახერხა.

0.115957