ჩოგბურთი

22:18 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ იტალიის ქალაქ პალერმოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) წყვილთა ფინალური ორთაბრძოლა დათმო.

გორგოძემა და ჰოლანდიელმა არანჩა რუსმა გადამწყვეტი შერკინება პირველი განთესვის მქონე შვედურ-ჩეხურ დუეტთან (კორნელია ლისტერი-რენატა ვორაცოვა) გამართეს და 6:7 (2:7), 2:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ქართველმა და ჰოლანდიელმა ჩოგბურთელებმა 3 რაუნდის გავლა მოახერხეს. შედეგად, გორგოძემა და რუსმა წყვილთა რეიტინგში 180-180 ქულა შეიმატეს.

და ერთიც. ეკომ WTA-ს მიერ ორგანიზებული ტურნირის ფინალში პირველად ითამაშა.

0.108044