ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ფულჰემის" ყოფილი ფეხბურთელი 16 წლის ჰარვი ელიოტი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. ინფორმაცია "მერსისაიდელთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.
ელიოტს პრემიერლიგაში დებიუტი გასულ სეზონში "ვულვზისთან" მატჩში 30 მაისს ჰქონდა. ჰარვი 16 წლის და 30 დღის ასაკში გახდა ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი. "წითლების" ვებგვერდის ინფორმაციით, დღეს ელიოტი "ნაპოლისთან" გასამართ ამხანაგურ მატჩში გაფართოებულ შემადგენლობაში იქნება.