ძიუდო

13:45 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კაპანაძის ვერცხლი ევროპის თასზე

გერმანიის ქალაქ ბერლინში სტარტი აიღო ჭაბუკთა ევროპის თასმა ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრები 17 ვაჟი სპორტსმენითაა წარდგენილი. შეჯიბრის პირველ დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, ჩვენებურთაგან კი ვერცხლის მედლის მოპოვება ლუკა კაპანაძემ (66 კგ.) მოახერხა.

ლუკამ გზიდან კანადელი, ორი გერმანელი, ესპანელი, ბრაზილიელი და გერმანელი ძიუდოისტები ჩამოიცილა და თანაც, ყველა მათგანს იპონით სძლია, გადამწყვეტი შერკინება კი ასევე იპონით წააგო რუს კაზბეკ ნაგუჩევთან. ამავე წონაში უმედლოდ დარჩა ლაშა ნადირაძე.
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოდნენ გიორგი ჩიხელიძე და თორნიკე გვიჩიანი, თუმცა, ორივე მათგანმა გადამწყვეტი ორთაბრძოლები რუს ძიუდოისტებთან დათმო. ამავე წონაში შეჯიბრს მანამდე გამოეთიშნენ ლევან ებელაშვილი, ლუკა დავითაშვილი და ალეკო მამიაშვილი.
4 წარმომადგენელი გვყავდა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, თუმცა, სანდრო ძამაშვილი, თორნიკე მარგველაშვილი, გიორგი კაპანაძე და ამირან დარბაისელი კვარცხლბეკზე ვერ ავიდნენ.
დღეს, ტატამზე გიორგი შერაზადიშვილს, დიმიტრი გოჩილაძეს (ორივე – 81 კგ.), ილია ბათურიშვილს (90 კგ.), გიორგი კარიაულს, გიორგი ჩიქოვანსა (ორივე – 100 კგ.) და დავით მათიაშვილს (+100 კგ.) ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110071