ჭადრაკი

0:53 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ კაჭარავას ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატის ნორმა მიენიჭება

ნიკოლოზ კაჭარავამ ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცეში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირზე ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა და ფიდეს უახლოესს კონგრესზე წოდება ოფიციალურად მიენიჭება.

კაჭარავამ 9-დან 5,5 ქულა დააგროვა, საკუთარ რეიტინგს 6 ქულა შემატა და 45-ე ადგილზე გავიდა. შეჯიბრის მეორე ქართველმა მონაწილემ კატო ფიფიამ კი 4 ქულა დააგროვა, 231-ე საფეხურზე დაფიქსირდა და 45,6 ქულა შემატა რეიტინგს.

პარდუბიცეს ღია ტურნირი საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთ მასშტაბურ და უძლიერეს ტურნირად ითვლება. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 37 ქვეყნის 323 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

დაძაბულ ბრძოლაში პირველ ადგილზე 7,5 ქულით ჩეხი ჟირი შტოჩეკი გავიდა, 7-7 ქულით II-X ადგილი გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე ასევე ჩეხი ვიქტორ ლაზნიჩკა განთავსდა, ხოლო მესამეზე სერგეი მოვსესიანი (სომხეთი).

ტექნიკური შედეგები

0.132063