ფეხბურთი

1:08 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანოსთან მსოფლიო ჩემპიონი მიდის

მსოფლიო ჩემპიონ ანდრე შურლეს, კარიერაში ამჟამად რთული პერიოდი უდგას. 2016 წელს ის დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა 39 მილიონ ევროდ, თუმცა შავყვითელთა შემადგენლობაში მხოლოდ 16 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. გასული სეზონი იჯარის წესით ინგლისურ „ფულემში“ გაატრა და თავი არაფრით გამოუჩენია. სეზონის ბოლოს კი ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

ახლა შურლე არცკი ვარჯიშობს გუნდთან ერთად. „ფულემი“ კი აქტიურად ცდილობს მის გაყიდვას. საქმეს გერმანელის მაღალი ხელფასი ართულებს - 8 მილიონი ევრო წელიწადში.

Championat.com-ის ინფორმაციით, შურლეს აგენტი „სპარტაკს“ პირველად ორი კვირის წინათ დაუკავშირდა და მოლაპარაკებები დაიწყო. საინტერესოა, რომ შურლეს მეუღლე, ანა შარიპოვა, უკრაინული წარმოშობის კაზაკია და ჩინებულად ფლობს რუსულ ენას.

ბოლო ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და შურლე, მალე, შესაძლოა, ჩვენი ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდეს.

წყარო ამტკიცებს, „სპარტაკი“ მას ჯამაგირად წელიწადში 3 მილიონ ევროს გადაუხდისო.

0.103411