ფეხბურთი

22:31 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსმა“ ჰოლანდიის სუპერთასი მეცხრედ მოიგო

ამსტერდამში, „იოჰან კრუიფ არენაზე,“ ჰოლანდიის სუპერთასის მატჩში, „აიაქსმა“ პსვ „ეინდჰოვენს“ 2:0 მოუგო და პრიზს ისტორიაში მეცხრედ დაეუფლა.

ანგარიში უკვე 35-ე წამზე გახსნა ამსტერდამელთა დანიელმა შემტევმა, კასპერ დოლბერგმა. 53-ე წუთზე კი დეილი ბლინდმა მეორე ბურთი გაიტანა.

ჰოლანდიის სუპერთასის ისტორიაში პირველი შეხვედრა 1949 წელს გაიმართა. თუმცა შემდეგი მატჩი უკვე 1991 წელს ჩატრდა და მას შემდეგ ის რეგულარულად ტარდება, 1996 წელს კი პრიზს ლეგენდარული იოჰან კრუიფის ფარი ეწოდა.

0.15556