ფეხბურთი

0:12 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალიადოლიდმა" "რეალის" მცველი იჯარით დაიმატა

მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდ "კასტილიას" მცველი ხავი სანჩესი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ვალიადოლიდში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "ვალიადოლიდმა" ოფიციალური ვებგვერდის მეშვეიბით გაავრცელა.

სანჩესი "რეალის" აკადემიის აღზრდილია და სარეზერვო გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. პირველ გუნდში ხავის არ უთამაშია, თუმცა "ვალიადოლიდი" ლა ლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილებას მიიღებს. "კასტილიას" შემადგენლობაში მცველმა 70 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.265232