დანიის ეროვნული ნაკრების და "კოპენჰაგენის" შემტევი რობერტ სკოვი კარიერას "ჰოფენჰაიმში" გააგრძელებს. როგორც გერმანული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გერმანული და დანიური კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ, სკოვი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
სკოვი "კოპენჰაგენმა" 2018 წელს "სილკებორგიდან" 1 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში რობერტმა დანიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა 29 გოლი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სკოვი ასევე სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. დანიელის სატრანსფერო ღირებულება 13 მილიონი ევროა.