კამერუნის ეროვნული ნაკრების და "ფულჰემის" 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა მომავალ სეზონს იჯარის წესით "ვილიარეალში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ანგისა ინგლისელებმა გასული სეზონის დაწყებამდე "მარსელიდან" 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. 2018/19 წლების სეზონში აფრიკელმა 25 მატჩი ჩაატარა. კამერუნის ეროვნულ გუნდში ანდრე-ფრანკმა ასპარეზობა 2017 წელს დაიწყო და 15 შეხვედრაში თავი ორი გოლით გამოიჩინა.