ფეხბურთი

19:48 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ვულვზმა” „რეალის“ მცველი იჯარით აიყვანა

მადრიდის „რეალის“ მცველი, ხესუს ვალიეხო, „ვულვერჰემპტონში“ გადავიდა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. „მგლებმა“ ის იჯარით აიყვანეს 2019-20 წლების სეზონის ბოლომდე. ფინანსური თუ სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ვალიეხოს ტრანსფერი „ვულვზისთვის“ ამ ზაფხულს მესამეა. მანამდე კლუბმა იჯარით მყოფი მოთამაშეების, ნახევარმცველ ლეანდრო დენდოკერის (13,5 მილიონი ევრო) და თავდამსხმელ რაულ ხიმენესის (38 მილიონი) ტრანსფერები გამოისყიდა.

22 წლის ვალიეხო „სარაგოსას“ აღზრდილია. „რეალში“ ის 2015 წელს გადავიდა 5 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატის ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა. „სამეფო კლუბთან“ მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114268