ესპანეთის ქალაქ ლას პალმასში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ვეტერანთა შორის მიმდინარეობს ქართველმა ფალავნებმა 4 მედალი მოიპოვეს.
ალექსი დავითაშვილმა და ვანო გრიგალაშვილმა საქართველოს 2 ოქროს მედალი შესძინეს, გოჩა ბერაძემ და დავით თვალიაშვილმა კი ასპარეზობა მესამე საპატიო ადგილზე დაასრულეს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.