ფეხბურთი

14:17 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

განცხადება "აბერდინი" - "ჩიხურას" ტრანსლაციასთან დაკავშირებით

საჩხერის "ჩიხურასა" და შოტლანდიური "აბერდინის" საპასუხო მატჩი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვებგვერდ 1tv.ge-ზე გადაიცემა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმერული გუნდი განცხადებას ავრცელებს:

"შოტლანდიის კლუბ „აბერდინისა“ და საჩხერის „ჩიხურას„ შორის პირველ აგვისტოს გასამართ გასვლით მატჩთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ კლუბის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პირველ არხს მატჩის ტრანსლაციის მხოლოდ ინტერნეტ სტრიმის უფლება ექნება და გულშემატკივარს საქართველოს პირველი არხის ვებგვერდის 1tv.ge საშუალებით გადასცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "აბერდინისა" და "ჩიხურას" საპასუხო მატჩი შოტლანდიაში 1 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.130301