ფეხბურთი

12:54 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვერმაელენი "ბარსელონადან" ინიესტასთან

კატალონიის „ბარსელონას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ტომას ვერმაელენი კარიერას „ვისელ კობეში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იაპონური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ვთქვათ, რომ „ვისელ კობეში“ „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელების გადაბარგება სიახლე არაა - ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილა და სერხი სამპერი უკვე აზიელთა რიგებში ირჯებიან.

ბელგიელ მცველს რაც შეეხება, „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 53 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი კი იჯარით „რომაში“ გაატარა. მანამდე, სახელი „არსენალში“ გაითქვა, ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე ჰოლანდიაში „ვალვაიკისა“ და „აიაქსის“ რიგებში თამაშობდა.

0.125594