ჩოგბურთი

11:00 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ტიტულისთვის იბრძოლებს

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა გერმანიის ქალაქ ჰორბში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში გავიდა და ხვალ, ტიტულისთვის იბრძოლებს.

გუშინ, შაფათავამა და უზბეკმა ალბინა ხაბიბულინამ, რომელთაც პირველი განთესვა აქვთ, ბოსნიელი ნეფისა ბერბეროვიჩი და ხორვატი ლეა ბოშკოვიჩი 7:6 (8:6), 6:2 დაამარცხეს და ტიტულს ერთ ნაბიჯამდე მიუახლოვდნენ.
კვირას, სოფო და ალბინა მე-2 რეიტინგით მოთამაშე გერმანელებს – კატარინა გერლაჩსა და ჯულია ვახაჩიკს გაეჯიბრებიან, რომელთაც ნახევარფინალში შვეიცარიული დუეტი (დუერსტი-გრიმი) 6:3, 6:2 სძლიეს.

0.122728