ფეხბურთი

1:47 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" რაფაელ ლეაოს დაიმატებს

იტალიური „მილანი“ ახლოსაა ფრანგული „ლილის“ შემტევის, რაფაელ ლეაოს გაფორმებასთან. RMC Sport-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ამ უიქ-ენდზე შესაძლოა 20 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიაროს.

როგორც ცნობილია, „როსონერი“ პორტუგალიელი შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო პირადი კონტრაქტის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

რაფაელ ლეაო ლისაბონის „სპორტინგის“ აკადემიის აღზრდილია და „ლილის“ რიგებში 2018 წელს გადაბარგდა. გასულ სეზონში ლიგა 1-ში 24 თამაშში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.108367