ფეხბურთი

1:12 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საგა დასრულდა: ბეილის ჩინეთში გადაბარგება გადაწყდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი კარიერას ჩინეთში, კერძოდ „ჯიანგსუ სანინგში“ გააგრძელებს. ესპანური Marca-ს ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და უელსელი ჩინეთში გაემგზავრება.

როგორც მადრიდული გამოცემა იტყობინება, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ბეილი აზიელებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 22 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. უცნობია კომპენსაციის რაოდენობა, რომელსაც „სამეფო კლუბი“ მიიღებს.

ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება 27 ივლისსა მოსალოდნელი. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეილისა და „რეალის“ 6-წლიანი ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულებულია.

30 წლის ბეილის საფეხბურთო კარიერა „საუთჰემპტონში“ დაიწყო, ხოლო სახელი ლონდონის „ტოტენჰემში“ გაითქვა. 2013 წელს უელსელი „რეალში“ გადავიდა და 231 მატჩში 102 გოლი გაიტანა.

მადრიდელები ბეილის გაყიდვას კარგა ხანია ცდილობდნენ. ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის კი დაძაბული ურთიერთობა სუფევდა.

0.113709