ჩოგბურთი

1:05 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე პალერმოს ტურნირის ფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ პალერმოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა.

გორგოძე და ჰოლანდიელი არანჩა რუსი ნახევარფინალში ავსტრალიელ ელისონ ბაისა და გერმანელ ნიკოლა გეუერს გაეჯიბრნენ და 6:3, 6:4 სძლიეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელების მეტოქეები პირველი განთესვის მქონე შვედი კორნელია ლისტერი და ჩეხი რენატა ვორაცოვა იქნებიან.

0.136399