საფეხბურთო ჩემპიონატები

23:25 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ტრანსფერებზე: "საკმარისად კარგი გუნდი მყავს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას არ აპირებს. ესპანელი სპეციალისტი თავისი გუნდით კმაყოფილია.

"მომწონს ის ფეხბურთელები, რომლებიც მყავს. შესაძლოა ტრანსფერი განვახორციელოთ, ტუმცა სატრანსფერო ბაზარი ძალიან რთულია, "სიტი" კი საკმარისად კარგი გუნდია." - განაცხადა გვარდიოლამ.

წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში მანჩესტერელებმა სამი მატჩი ჩაატარეს, საიდანაც ორი მოიგეს და ერთი "ვულვზისთან" პენალტების სერიაში წააგეს. "სიტის" კიდევ ერთი მატჩი ელის "იოკოჰამასთან", შემდეგ კი ინგლისში დანრუნდება და "ლივერპულთან" სუპერთასის შეხვედრას ჩაატარებს.

0.109431