ფეხბურთი

23:00 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზემ" ნესტოროვსკი დაიმატა

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ილია ნესტოროვსკი კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ილიამ "პალერმო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ნესტოროვსკი სიცილიურ გუნდში 2016 წელს ზაპრეშიჩის "ინტერიდან" გადავიდა. გასულ სეზონში ჩრდილომაკედონიელმა იტალიის სერია B-ში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სტატისტიკა
0.228644