ტურინის „იუვენტუსი“ ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ჩემპიონატის, K League-ს ვარსკვლავების გუნდს დაუპირისპირდა.
45-ე წუთზე ბრაზილიელმა სესინიამ ტურინელთა კარში გოლის გატანა მოახერხა და თანაგუნდელებთან ერთად გოლი კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა. ბუნებრივია, კადრში მაშინვე გამოჩნდა პორტუგალიელი, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო. რაც შეეხება შეხვედრას, ფრედ 3:3 დასრულდა.