ფეხბურთი

15:52 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ევერტონი“ ზაჰას დასტრიალებს, მაგრამ „ჩელსის“ კონკურენციას უფრთხის

„ევერტონი“ სოლიდურ წინადადებას ამზადებს „კრისტალ პალასისთვის“ შემტევ უილფრიდ ზაჰას თაობაზე - წერს The Telegraph. გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდელები მზად არიან კოტდივუარელში 60 მილიონი გირვანქა (67 მილიონი ევრო) გადაიხადონ, თანაც საქმეში თურქი თავდამსხმელი, ჯენკ ტოსუნიც ჩართონ.

თუმცა, ევერტონელები შეშფოთებულნი ყოფილან „ჩელსის“ მხრიდან სავარაუდო კონკურენციით. ზაჰას ხელში ჩაგდება „არისტოკრატებსაც“ სურთ, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დაუდასტურებიათ. თუ „ჩელსი“ გააქტიურდა, ზაჰა, ცხადია, ლონდონურ ვარიანტს აირჩევს.

ზაჰა „კრისტალ პალასის“ აღზრდილია. 2013 წელს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო იქ და უკან დაბრუნდა. მოქმედ კლუბთან მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116605