ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის საერთაშორისო ტურნირზე ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს და ნახევარფინალში გავიდა. ბასილაშვილმა მეოთხედფინალში ფრანგი ჟერემი შარდი ორ სეტში ადვილად, 6:2, 6:3 დაამარცხა.
ქართველს მეტოქის წინააღმდეგობის დასაძლევად საათი და 9 წუთი დასჭირდა და მისი უპირატესობა ორივე სეტში აშკარა იყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე ნიკოლოზს ფრანგ მეტქოესთან ორი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, მაგრამ უსიამოვნო სერია დაასრულა და კარიერაში პირველად დაამარცხა.
ბასილაშვილმა ჰამბურგში შარდამდე უგო დელიენი და ხუან იგნსაიო ლონდერო დაამარცხა. 1/2 ფინალში კი ქართველი ფილიპ კრაინოვიჩისა და ალექსანდრ ზვერევის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და შესაბამისად, 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.