ჩოგბურთი

12:43 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე თელავის ტურნირს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ თელავში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ცივაძე ერთეულთა შეჯიბრის მეოთხედფინალში უკრაინელ ნიკიტა მაშტაკოვს გაეჯიბრა და 3:6, 4:6 დამარცხდა.
წყვილების მეოთხედფინალში ცივაძე და რუსი იან ბონდარევსკი, რომელთაც მე-3 განთესვა ჰქონდათ, რუსულ დუეტს (შალვა ჯანაშია-იან საბანინი) ვერ გაუმკლავდნენ – 6:3, 2:6, 7:10.

0.123024