ფეხბურთი

11:18 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ „მანჩესტერს“ ბოდიში მოუხადა

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში, უხეში თამაშისთვის „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბოდიში მოუხადა. შეხვედრა შანხაიში, „გონგკუს“ სტადიონზე ჩატარდა და მანჩესტერელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

„გარკვეულ ეპიზოდებში ჩემი ფეხბურთელები ზომაზე მეტად უხეშობდნენ, რაც ძალიან მაბრაზებდა. ამიტომ „მაჩესტერს“ ბოდიში მინდა მოვუხადო. მაგრამ, ეს ფეხბურთია. მათ ეს განზრახ არ გაუკეთებიათ.

მოსამზადებელი პერიოდისას ხანდახან აგრესიულობა საჭიროა. თუმცა, მთავარი მნიშვნელობა მაინც ფიზიკურ მომზადებას და ტაქტიკური სიახლეების დახვეწას ენიჭება.

ცხადია, ვღელავდი. ბაილმა ტრავმა მიიღო და ძალიან ვწუხვარ ამის გამო.“ უთხრა პოჩეტინომ Reuters-ს.

0.11658