ფეხბურთი

18:17 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესის სასჯელი შესაძლოა დამძიმდეს

კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტანის ლიონელ მესის სასჯელი შესაძლოა დამძიმდეს. როგორც რამდენიმე დღის წინ გამცნეთ არგენტინელ ფეხბურთელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 1500 ევრო დაეკისრა, თუმცა უცხოური მედიის ცნობით კონფედერაციის ხელმძღვანელობამ დისკვალიფიკაცია შესაძლოა ექვსთვედე გაზარდოს. აღნიშნული ფაქტის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში მესი მოედნიდან გააძევეს. მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელმა კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა, მსაჯები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყველაფერი ბრაზილიის გასაჩემპიონებლად კეთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118762