“საბურთალო”-2-მა რამდენიმე დღის წინ საწვრთნელი პროცესი განაახლა, დღეს კი “სპაერთან” ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც 2:3 დამარცხდა.
“ბენდელაზე” გამართულ შეხვედრაში "საბურთალოელთაგან" გოლები გიორგი გულიაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტანეს.
გიორგი ჭელიძის ფეხბურთელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 30 ივლისს, “ცხინვალთან” გამართავენ.