ჩოგბურთი

16:43 | 25.07.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ცივაძე მეოთხედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე თელავში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

დღეს, ცივაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული მატვეი ხომენტოვსკი (რუსეთი) 6:3, 6:7 (5:7), 6:3 დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის კი უკრაინელ ნიკიტა მაშტაკოვს შეერკინება.

წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ცივაძე და რუსი იან ბონდარევსკი რუსებს – შალვა ჯანაშიასა და იან საბანინს ეთამაშებიან და თუკი იმარჯვეს, ზურა ტყემალაძისა და ყაზახი დოშტანბეკ ტაშბულატოვს პირისპირ დადგებიან.
ზურამ და დოშტანბეკმა ნახევარფინალში უბრძოლველად გააღწიეს, რადგანაც მათთან სათამაშოდ მე-2 ნომრად განთესილი ბელარუსულ-უზბეკური დუეტი (ჰალიაკი-კარიმოვი) არ გამოცხადდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:28 | 18.12.2014
CR7NOLE (15561)

ჯოკო მენატრები :*

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067193
სარეკლამო ადგილი - 99
X x X