ძიუდო

14:53 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა წარუმატებელი დღე ბაქოში

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტთა შეჯიბრის მე-2 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართული დელეგაციისთვის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნიკა ბაჩიაშვილი (50 კგ.) ავიდა, დღეს კი, სამივე ჩვენებურმა ასპარეზობა დილის სესიაშივე დაასრულა.
ელგუჯა ჭინჭარაშვილმა (66 კგ.) პირველ წრეში ლიტველი პიიუს მიკალაუსკასი იპონზე დასცა, შემდეგ კი, ამავე ილეთით აზერბაიჯანელ მარტინ რზაზადესთან წააგო.
შედარებით უკეთ იასპარეზა გიორგი იანტბელიძემ (73 კგ.). მან იპონებით გზიდან ავსტრიელი სებასტიან დენგი და მოლდოველი დან სტანილა ჩამოიცილა, მეოთხედფინალში თურქ მუსა სიმსეკთან ვაზარით წააგო და ასევე დამარცხდა რეპეშაჟში ჰოლანდიელ იელე ვან ტეილინგენთან.
გოგონათა ტურნირში მარიამ ლაფაჩიშვილმა საწყის რაუნდში უკრაინელ ვლადისლავა სნიტკოსთან, დამატებით დროში, მე-3 შიდო მიიღო.
ხვალ, ახალგაზრდულ ფესტივალზე ძალებს აკაკი ჯაფარიძე (81 კგ.), თორნიკე ფოლადიშვილი (90 კგ.), გიგა ტატიაშვილი (+90 კგ.) და გვანცა სომხიშვილი (+70 კგ.) სცდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117253