"საბურთალოსა" და "დინამო" ზაგრების მატჩის დაწყებამდე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდის გასახდელს ზაზა ფაჩულია სტუმრობდა და ფეხბურთელებს სამოტივაციო სიტყვით მიმართა.
აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქურმა გუნდმა სოციალურ ქსელში განათავსა.
NBA-ის ორგზის ჩემპიონმა "საბურთალოს" წარმატებები უსურვა და გუნდთან სამახსოვრო სურათები გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ "საბურთალო" "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა, განმეორებითი მატჩი კი 30 ივლისს გაიმართება.