ფეხბურთი

10:36 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "გაბალა" ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა"

"დინამო" თბილისის" შემტევმა ლევან შენგელიამ "გაბალასთან" მატჩისწინ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ეს თამაში ძალიან პრინციპულია და მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

"ძალიან კარგი განწყობაა გუნდში და 100%-ით მზად ვართ. გვინდა, რომ გავიმარჯვოთ, თანაც "გაბალა" ჩვენთვის მნიშვნელოვანი მეტოქეა და აქედან გამომდინარე ვეცდებით კარგად ვითამაშოთ. "ფეიენოორდი" დიდი გუნდია, მაგრამ მანამდე ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ და ამის შემდეგ ვილაპარაკებთ შემდეგ მეტოქეზე", - აღნიშნა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ "გაბალასა" და "საბურთალოს" მატჩი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის გაბალადან

სტატისტიკა
0.237498