ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ იტალიის ქალაქ პალერმოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) ერთეულთა თანრიგში ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან უშანსოდ წააგო, წყვილებში კი წარმატებული სტარტი აიღო.
დღეს, გორგოძემა და ჰოლანდიელმა არანჩა რუსმა ინდოელი პრარტანა ტომბარე და ჰოლანდიელი ევა ვაკანო დაძაბულ ბრძოლაში 7:6 (7:2), 7:6 (7:4) დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელებს (ფედერიკა ბილარდო-დალილა სპიტერი) გაეჯიბრებიან.