საერთაშორისო ჩემპიონთა თაშზე იტალიური დერბი "იუვენტუსსა" და "ინტერს" შორის შედგა. როგორც მსალოდნელი იყო შეხვედრა საკმაოდ საინტერესო დადაძაბული აღმოჩნდა.
ანტონიო კონტეს შეგირდებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მატაის დე ლიხტის ავტოგოლის წყალობით ანგარიში გაიხსნა. პირველ ტაიმში არაფერიშეცვლილა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ნერაძური მთელი 45 წუთის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას.
მეორე ნახევარში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. "ბებერ ქალბატონს" გათანაბრების საშუალება რამდენჯერმე მიეცა, თუმცა ეს მხოლოდ 68-ე წუთზე მოხდა. საჯარიმოს მისადგომებთან კრიშტიანუ რონალდუს წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა გოლად თავად პორტუგალიელმა აქცია და ანგარიში გათანაბრდა. სარის შეგირდებს თამაშის მოგება ძირითად დროშივე შეეძლოთ, თუმცა ჯერ რაბიოს შესანიშნავი დარტყმა პადელმა მოიგერია, შემდეგ კი იგივე ბედი ეწია ბერნარდესკის დარტყმულს.
ყველაფერი კი პენალტებისსერიაში გაირკვა. იტალიელ კარის დარაჯთა შეჯიბრში ბუფონი უკეთ გაისარჯა, მეტოქეთა 3 დარტყმული მოიგერია და მის გუნდს საბოლოო გამარჯვება მოუტანა - 4:3.
ტურინელებმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე პირველი 2 ქულა მოიპოვეს, მილანელები კი 1 ქულას დასჯერდნენ.
მომდევნო შეხვედრას "იუვენტუსი" 10 აგვისტოს, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართავს.
„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 2:1 (0:1)
„იუვენტუსი“(4-3-3): შესნი (ბუფონი 46); კანსელო, დე ლიხტი (დემირალი 46), ბონუჩი (რუგანი 70), დე შილიო; რაბიო, პიანიჩი (ემრე ჩანი 65), მატუიდი (მურატორენ 78); ბერნარდესკი, იგუაინი (მანჯუკიჩი 46), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი (პადელი46); დამბროზიო, დე ვრეი (რანოკია 78), შკრინიარი (ბასტონი 78); კანდრევა (აგუმე 88), გალიარდინი (ჟოაო მარიო 78), ბროზოვიჩი (ბორხა ვალერო 78), სენსი (ბარელა 78), დალბერტი; პერიშიჩი (ლონგო 78), ესპოსიტო (პუშკაშ 78)
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლები: 0:1 დე ლიხტი (ა.გ) (10), 1:1 რონალდო (68)
პენალტების სერია: 1:0 კანსელუ, რანოკია 1:0, რონალდუ 2:0, ლონგო 2:1, ჩანი 3:1, ჟოაო მარიო 3:2, რაბიო 3:2, ბარელა 3:3, ბერნარდესკი 3:3, 3:3 ბორხა ვალერო, 4:3 დემირალი