„რეინჯერსისა“ და „ბლექბერნ როვერსის“ შეხვედრა შოტლანდიური გუნდის ოფიციალურ ტელეარხზე, Gers TV-ზე გადაიცემოდა, მაგრამ მოულოდნელად ეკრანზე მატჩის გამოსახულების ნაცვლად პორნო გამოჩნდა.
ეს ინციდენტი თამაშის მე-20 წუთზე მოხდა და ბუნებრივია, შეხვედრის ტრანსლირება აღარ გაგრძელებულა.
როგორც „რეინჯერსის“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარი ჰაკერების თავდასხმამ გამოიწვია.
თავად სპარინგი კი ფრედ 1:1 დასრულდა. გლაზგოელებიდან თავი ჯერმეინ დეფომ გამოიჩინა, რომელსაც ინგლისელთაგან ტრევისმა უპასუხა.